ფრანგული კანონპროექტი უცხოური გავლენების წინააღმდეგ

საფრანგეთმა მხარი დაუჭირა გარე ჩარევასთან ბრძოლის კანონპროექტს, რომელიც უცხოელი ხელმძღვანელობის ინტერესებით მოქმედთა რეესტრის შექმნასაც ითვალისწინებს. 171 ფრანგი დეპუტატის მიერ მხარდაჭერილი დოკუმენტი და თავად საკითხი განხილვის თემაა თბილისში. მმართველი გუნდისთვის საფრანგეთში ინიცირებული დოკუმენტი იმ კანონპროექტის ანალოგია, რომელიც „ხალხის ძალამ“ უცხოური გავლენების რეესტრის შექმნის მიზნით შარშან მოამზადა, თუმცა მწვავე პროტესტისა და მასშტაბური აქციების გამო, ინიციატივის უკან გაწვევა გახდა საჭირო.

შეგახსენებთ, საკანონმდებლო ინიციატივის მიღების აუცილებლობას ფრანგი კანონმდებლები გაზრდილი საფრთხეებით ხსნიან. თუმცა პროექტმა ადგილობრივ პოლიტიკურ წრეებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.