ფრანგული კანონპროექტი უცხოეური გავლენების წინააღმდეგ

საფრანგეთში ინიცირებულმა და ეროვნული ასამბლეის მიერ მხარდაჭერილმა კანონპროექტმა ქართულ პოლიტიკურ დღის წესრიგში 2023 წლის მარტის მოვლენები გაააქტიურა.

171 ფრანგი დეპუტატის მიერ მხარდაჭერილია პროექტი, რომელიც გარე ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლას და უცხოელი ხელმძღვანელობის ინტერესების წარმომადგენლების რეესტრის შექმნას გულისხმობს. საკანონმდებლო ინიციატივის მიღების აუცილებლობას ავტორები გაზრდილი საფრთხეებით ხსნიან. თუმცა პროექტმა ადგილობრივ პოლიტიკურ წრეებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მმართველი გუნდისთვის საფრანგეთში ინიცირებული დოკუმენტი იმ კანონპროექტის ანალოგია, რომელიც „ხალხის ძალამ“ უცხოური გავლენების რეესტრის შექმნის მიზნით შარშან მოამზადა, თუმცა მწვავე პროტესტის და მასშტაბური აქციების გამო, ინიციატივის უკან გაწვევა გახდა საჭირო. ევროკომისიაში და ახლა უკვე საფრანგეთში უცხოური გავლენების რეესტრის შექმნის ინიციატივამ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში შარშანდელი ვნებათაღელვა გაამძაფრა.