ფრანგმა კარიკატურისტმა დონალდ ტრამპის ასამდე კარიკატურული ნახატი შექმნა
სოციალურ ქსელ “ტვიტერში” დონალდ ტრამპის მიერ გამოქვეყნებული პოსტების მიხედვით, ფრანგმა კარიკატურისტმა, ფრანსუა ბუკმა 100-მდე კარიკატურული ნახატი შექმნა, მისმა თანაავტორმა ვანესა დუჰამელმა კი წიგნი გამოსცა სახელწოდებით – „ტრამპის 100 პოსტი ტვიტერში“. მათ ნამუშევრები თეთრ სახლში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს გაუგზავნეს.
ფრანსუა ბუკმა აღნიშნა, რომ ის დარწმუნებული არ არის, მოეწონება თუ არა პრეზიდენტს ეს ნამუშევრები. წიგნის პრეზენტაცია 7 მარტს გაიმართება. ფრანსუა ბუკის კარიკატურული ნახატებიც ამავე წიგნშია შესული.