ფრანგი ფერმერები პარიზში, სოფლის მეურნეობის გამოფენაზე შეიჭრნენ. გამოფენაზე საფრანგეთის პრეზიდენტის მისვლა იყო დაგეგმილი. მათ ემანუელ მაკრონის გადადგომა მოითხოვეს, რის შემდეგაც პოლიციას და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა, შედეგად ერთი ფერმერია დაკავებული. მომხდარის შემდეგ გამოფენაზე საფრანგეთის პრეზიდენტი მაინც მივიდა და ფრანგ ფერმერთა გაერთიანების ლიდერებთან შეხვედრა გამართა. მაკრონიმ აღნიშნა, რომ სამ კვირაში ფერმერთა გაერთიანების წარმომადგენლებსა და სექტორის სხვა დაინტერესებულ მხარეებს ელისეს სასახლეში მიიწვევს. შეგახსენებთ, ფრანგი ფერმერები უკრაინიდან და ევროკავშირის სხვა არაწევრი ქვეყნებიდან სურსათის იმპორტის შეზღუდვას, საწვავის ღირებულების შემცირებას და გარემოსდაცვითი კანონმდებლობის შერბილებას ითხოვენ.