პოლიციამ ფოთში ხულიგნობის ბრალდებით აქციის სამი მონაწილე დააკავა. აქტივისტები წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს, თუმცა, მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. სამართალდარღვევის ფაქტზე სასამართლო მოგვიანებით იმსჯელებს. მოსახლეობა და აქტივისტები ქალაქში არსებულ თევზის უსიამოვნო სუნს აპროტესტებდნენ. მერიის შენობიდან მათ მერის საცხოვრებელ სახლთან გადაინაცვლეს, სადაც, როგორც თავად ყვებიან, მერის მეზობლები და ახლობლები დახვდნენ, კამათი დაპირისპირებაში გადაიზარდა.