ერგნეთში, ომის მუზეუმმა დინა ოგანოვასა და სალომე ბენიძის ფოტოწიგნის პრეზენტაციას უმასპინძლა.
გამოცემა 2008 წლის აგვისტოს ომზე გვიყვება. მისი მთავარი გმირები ქალები არიან, რომლებსაც განსხვავებული წარსული, ასაკი, პროფესია და გამოცდილება აქვთ. ქალები, რომელთა ცხოვრებაც ომმა სამუდამოდ შეცვალა. ისინი იბრძოდნენ და ომის დღეებშიც არ დაუტოვებიათ ცეცხლის ალში გახვეული სოფლები.
ტრაგედიის მიუხედავად, მათ ცხოვრების თავიდან დაწყება შეძლეს. წიგნში 60-დე ქალის ისტორიაა შესული. მისი წარდგენა თბილისში, გორში, ტყვიავში, ბათუმსა და ქუთაისშიც იგეგმება.