ფოტოგრაფების საქმეზე საქალაქო სასამართლომ პროკურატურას მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა. აღნიშნულთან დაკავშირებით დაზარალებულებმა მედიასთან ისაუბრეს.
ფოტოგრაფების თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება პრეცედენტულია. მათივე განმარტებით, მსგავს ბრალდებაზე საქართველოში მორალური ზიანის ანაზღაურების პრაქტიკა ჯერ არ ყოფილა.
შეგახსენებთ, 2018 წელს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ფოტოგრაფების საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გააუქმა და ფოტორეპორტიორები – ზურაბ ქურციკიძე, გია აბდალაძე, ირაკლი და ნათია გედენიძეები – სრულად გაამართლა.