ფოტოებით და ნახატებით გაცოცხლებული შემოქმედება.
სერგო ფარაჯანოვის 98 წლის იუბილე ორიგინალური გამოფენით და კონკურსით აღინიშნება. თბილისის საკრებულოს დარბაზში კერძო კოლექციებში დაცული პირადი ჩანახატები და ის უნიკალური ნივთებიც გამოფინეს, რომლებიც კინორეჟისორის ცნობილ ფილმებს გვახსენებს. გამოვლინდნენ მისი სახელობის კონკურსის გამარჯვებულებიც.