ვაკის პარკში ფოტოგამოფენა „ფოტოფინიში 2021“ გაიმართა. ექვსი ქართველი სპორტული ფოტოგრაფის უნიკალური ფოტოარქივი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი სპორტსმენების წარმატების ისტორიებს ასახავს. წარმოდგენილია პირველი არხის ფოტოგრაფის, თამუნა ყულუმბეგაშვილის ნამუშევრებიც. დიდ ფორმატზე დაბეჭდილი უნიკალური კადრების ნახვას პარკის სტუმრები ერთი კვირის განმავლობაში, 18 დეკემბრიდან 25 დეკემბრამდე შეძლებენ.