ფოტოალბომის „რელიგიები საქართველოში“ პრეზენტაცია

თბილისში ფოტოალბომის „რელიგიები საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართა.  მასში თავმოყრილია საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციების სალოცავების ფოტოსურათები და რელიგიურ ლიდერთა ბიოგრაფიები.

პრეზენტაციას დაესწრნენ საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და სასულიერო პირები.