ფოთში წყალმომარაგებისა და წყალარინების მიმართულებით ქსელის რეაბილიტაცია-მშენებლობის პროექტები მიმდინარეობს.
სრულად შეიცვლება სოფელი ნოსირიდან ცენტრალურ მაგისტრალზე არსებული დაზიანებული მონაკვეთები, რომელიც წყალმომარაგებით უზრუნველყოფს ფოთის, სენაკისა და ხობის მუნიციპალიტეტებში შემავალ 17 სოფელს. ქსელის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა წმინდა გიორგის ქუჩაზე, წყალმომარაგების ქსელი სრულად განახლდება მალთაყვას უბანშიც. პარალელურად ფოთში გრძელდება წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოებიც. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დაკვეთით, ქალაქში წყალმომარაგებისა და წყალარინების მშენებლობის პროექტის მიერ დაზიანებული საავტომობილო გზების რეაბილიტაციის სამუშაოებიც მიმდინარეობს. ამასთანავე, ლარნაკას, გურიისა და სამეგრელოს ქუჩებზე წყალარინების ქსელის მშენებლობის მიზნით, ტრანსპორტის შეუფერხებლად მოძრაობისთვის ალტერნატიული გზა თეოფანე დავითაიას, ვიქტორ კრატა-სიუკისა და გამსახურდიას ქუჩებზე მოეწყობა.