ფოსტის კანონპროექტის განხილვა

ეკონომიკის სამინისტროში ფოსტის კანონპროექტი განიხილეს. განხილვაში კერძო სექტორთან ერთად, ევროკავშირის ექსპერტიც მონაწილეობდა. როგორც სამინისტროში აცხადებენ, კანონპროექტის მიღების მნიშვნელოვანი საფუძველი ევროკავშირსა და საქართველოს შორის განსაზღვრული ვალდებულებებია. ევროკავშირის ექსპერტის შეფასებით, ფოსტის შესახებ კანონპროექტი მომხმარებელთა უფლებების დაცვას უზრუნველყოფს და მომსახურების ხარისხსაც გააუმჯობესებს.