ფორუმი „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“

დიასპორის დღესთან დაკავშირებით, ონლაინფორუმი – „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ მიმდინარეობს. დიასპორის დღე, ტრადიციულად, ყოველ წელს თბილისში, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ერთად, დიასპორის ფორუმის თუ სხვა კულტურულ-საზოგადოებრივი ღონისძიებების სახით, 27-28 მაისს იმართება. პანდემიით გამოწვეული გარემოებების გათვალისწინებით, ღონისძიების მნიშვნელობიდან გამომდინარე, წელს დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ ონლაინრეჟიმში, ვებინარის ფორმატში ტარდება.

მოამბე