ერთობა თუ დიდ პარტიებთან შერწყმის პროცესი – ეს კითხვა საარჩევნო პოლიტიკური გადაჯგუფებების ფონზე კიდევ უფრო მეტ აქტუალობას იძენს. მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში პოლიტიკურ სუბიექტებს ბლოკებითა და კოალიციებით მონაწილეობა ეკრძალება. შესაბამისად, პარტიულ სიას ერთი პარტია ერთი საარჩევნო ნომრით წარადგენს. ეს კი ნიშნავს, რომ ის პოლიტიკოსები თუ პოლიტიკური პარტიების წევრები, რომლებიც ბოლო პერიოდში დიდ პარტიებთან ერთ ალიანსში გაერთიანდნენ, საარჩევნო სიაში მოხვედრის შემთხვევაში, საკუთარ პარტიულ იდენტობას დაკარგავენ. სწორედ ეს გარემოება ხელისუფლებას უფრო უმყარებს პოზიციას, რომ ოპოზიციურ ერთობაზე საუბარი და აქცენტირება საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა.
26 სექტემბერს გახდება ცნობილი, ბოლოდროინდელი მოსალოდნელი თუ მოულოდნელი გადაჯგუფებებისა და ახალი კონფიგურაციების ფონზე, როგორ დაკომპლექტდება ოპოზიციურ ფლანგზე საპარლამენტო სიები.