შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ფონიჭალის დასახლებაში სამი პირი დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას სამი შეკვრა ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს.