ფონიჭალაში ერთი პირი დააკავეს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს სამართალდამცველებმა.

საქმეზე პოლიციამ 33 წლის მამაკაცი ფონიჭალაში დააკავა. მისი ჩხრეკისას ერთ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, ხოლო დაკავებულის მანქანიდან 42 შეკვრად დაფასოებული სულ 50 გრამი ჰეროინი ამოიღეს, რაზეც შესაბამისი ექსპერტიზა დაინიშნა.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ახალგაზრდა მამაკაცს 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის განმავლობაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღო და 116 ნარკორეალიზატორი დააკავა. ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს.