ფონდ „იავნანას“ საქმეზე პაატა ბურჭულაძეს სასამართლოში გამოკითხავენ. საქველომოქმედო ფონდის დამფუძნებელი პროკურატურაში მისვლაზე უარს აცხადებს და მზად არის მოსამართლის თანდასწრებით გამოძიებას ჩვენება დეკემბრის ან იანვრის თვის ბოლოს მისცეს. მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს, დადგება თუ არა ფონდ „იავნანას“ დამფუძნებლის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. ბურჭულაძის ადვოკატი სოსო ბარათაშვილი ამბობს, რომ საქმეში დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება. გამოძიებას ჩვენება უკვე მისცა ფონდის დირექტორმა, გურამ ახალაიამ. მისი ინფორმაციით, პროკურატურის წარმომადგენლებმა ფონდიდან ფინანსური და სხვა სახის დოკუმენტაცია ამოიღეს. ფონდ „იავნანას“ ფინანსური საქმიანობის შესწავლის თხოვნით პროკურატურას „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესბენთა ასოციაციამ“ 14 სექტემბერს მიმართა.