დასახლება წალენჯიხის რაიონში, რომელიც ადგილობრივებისგან იცლება.
ფოცხოეწერში აფხაზეთიდან დევნილები გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ. არ არის წყალი, გაზი, დანგრეულია გზა და ნგრევის პირასაა მისული შენობა, სადაც იძულებით გადაადგილებული ოჯახები წლების წინ შეასახლეს. ეს არის 60-იან წლებში ენგურჰესის მშენებლობაზე დასაქმებულებისთვის გამოყოფილი საცხოვრებელი კორპუსი, რომლის გადახურვას ბინადრები უშედეგოდ ითხოვენ.