ფლორიდის სკოლაში მომხდარი მასობრივი მკვლელობის შემდეგ, აშშ-ს გიგანტმა კომპანიებმა იარაღის მაღაზიებზე ზეწოლა დაიწყეს
ორი კვირის წინ ფლორიდის სკოლაში მომხდარი მასობრივი მკვლელობის შემდეგ, რომელსაც 14 მოზარდი ემსხვერპლა, ამერიკულმა გიგანტმა კომპანიებმა იარაღის მაღაზიებზე ზეწოლა აქტიურად დაიწყეს. დღეს ამ კომპანიებს, კიდევ რამდენიმე კომპანია შეუერთდა. მათ იარაღის დაცვის ეროვნულ ასოციაციასთან კავშირი გაწყვიტეს. მათ შორისაა მსხვილი კომპანია „ფედექსიც“.
კომპანიების მიზანია, თუ მთავრობა კანონს იარაღის შესახებ არ შეცვლის, მოქალაქეებს იარაღის ინტერნეტით ყიდვის საშუალებაც შეუზღუდონ. აქციები იარაღზე კონტროლის გამკაცრების მოთხოვნით ორ კვირაზე მეტია მიმდინარეობს.