სამხრეთ კორეაში დაგეგმილი ზამთრის ოლიმპიადა წელს განსაკუთრებული იქნება. ჩრდილოეთ კორეა ბოიკოტს აღარ აცხადებს და სპორტსმენებს თამაშებში მონაწილეობის უფლებას რთავს. ამ შედეგის მისაღწევად მოლაპარაკება 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი მზად არის, ჩრდილოეთ კორეელ სპორტსმენებს დახმარება გაუწიოს და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ვარჯიშებიც ჩაუტაროს.