ფიზიკური დაპირისპირება თელავის საკრებულოში – „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ბადურ რევაზიშვილი და მოქალაქე გიორგი მოსიაშვილი, ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. მხარეებს შორის დაპირისპირება საპატრულო პოლიციამ განმუხტა. სამართალდამცველებმა მოსახლეობას საკრებულოს სხდომა დაატოვებინეს.
თელავის საკრებულოს სხდომას სოფელ რუისპირის და იყალთოს მოსახლეობა ესწრებოდა. ადგილობრივები საკრებულოს დღის წესრიგის შეცვლასა და პირველ საკითხად გაყიდული მიწების საკითხის გატანას ითხოვდნენ.