ჩხუბი მოყვა შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან, მოშიმშილეთა აქციაზე ახალგაზრდების ჯგუფის მოქმედებას.
ადგილზე რამდენიმე კაცი მივიდა. მათ ის კარავი დაშალეს, სადაც შიმშილობის აქცია მიმდინარეობდა. ახალგაზრდების განცხადებით, ისინი არც ერთ პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენენ.
ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება პოლიციამ განმუხტა. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების შეფასებით, ეს ადამიანები აქციაზე ხელისუფლებამ მიაგზავნა და ისინი მათი სცენარით მოქმედებენ.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები ამ დრომდე რჩებიან.