ფიროსმანის გამოფენა ლუიზიანაში

ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლა დანიის ლუიზიანას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა. ნამუშევრები 17 სექტემბრიდან უკვე შვეიცარიაში ბეილერის ფონდში გადაინაცვლებს, სადაც 28 იანვრამდე დარჩება. რაც შეეხება დანიის ექსპოზიციას ის 4 მაისს გაიხსნა. ტილოების სანახავად მუზეუმს ჯამში 260 000 როგორც ადგილობრივი, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ვიზიტორი ეწვია. წარმოდგენილი იყო ფიროსმანის 48 ნამუშევარი იყო.