ნიკო ფიროსმანაშვილის 160-ე იუბილესთან დაკავშირებით, ეროვნული გალერეა განახლებულ გამოფენას წარმოადგენს. ექსპოზიციას ცენტრალური საგამოფენო სივრცის სამი დარბაზი ეთმობა. გამოფენისთვის შერჩეულია მხატვრის 34 ნამუშევარი. ექსპოზიციას თან ახლავს განახლებული შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამაც.