საქართველოს ფინანსური ინკლუზიურობისა და ანგარიშვალდებულების პროექტი დაიწყო. ევროკავშირმა, პროექტის ფარგლებში, 4.5 მილიონი ევრო გამოყო, რომელიც მსოფლიო ბანკის დახმარებით განხორციელდება.
ის მიზნად ისახავს კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის, მცირე და საშუალო საწარმოების ზრდისა და ფინანსური ინკლუზიურობის ამაღლებას. ღონისძიებას ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და საერთაშორისო დონორები ესწრებოდნენ.