ფინანსური დახმარება ლიბანს

საფრანგეთი ლიბანს ეკონომიკური რეფორმების მხარდასაჭერად, 550 მილიონი ევროთი დაეხმარება.

ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა პარიზში ლიბანის საკითხზე გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.  ლიბანის მთავრობა 16 მილიარდი დოლარის ოდენობით ინვესტიციების მოსაზიდად არის ჩასული.

აღსანიშნავია, რომ ქვეყანა სირიის 7 წლიანი ომის შედეგად დევნილ 1.5 მილიონ სირიელს იფარებს, რამაც ლიბანს მნიშვნელოვანი ეკონომიკური დარტყმა მიაყენა. ბეირუთი ასევე ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა სახელმწიფო ვალის მხრივ მსოფლიოში. ლიბანის   პრემიერის თქმით, აღდგენის გზაზე მყოფი ქვეყანა იმედოვნებს, რომ დახმარების ერთი მესამედი, კერძო ინვესტიციების ხარჯზე მოვა, ხოლო დანარჩენი თანხების მობილიზებას გრანტებითა და კონცესიური კრედიტებით შეძლებენ.