ოპოზიციის მწვავე შეკითხვები საქართველოს ფინანსთა მინისტრს.
ლაშა ხუციშვილმა მინისტრის საათის ფორმატში კანონმდებლებს საკუთარი მოხსენება წარუდგინა. ხუციშვილმა ყურადღება პანდემიის შედეგებზე და მათი აღმოფხვრის გზებზე გაამახვილა. ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, „კოვიდ-19“ საქართველოს ბიუჯეტს უკვე 7 მილიარდ 200 მილიონი ლარი დაუჯდა. ოპოზიცია ლაშა ხუციშვილის და მთლიანად მთავრობის საქმიანობას ნეგატიურად აფასებს.