ფინანსთა მინისტრის განცხადება

ფინანსთა მინისტრი ეროვნული ვალუტის გაუფასურების ტენდენციას ეხმაურება. ლაშა ხუციშვილის განმარტებით, ლარის კურსზე გავლენას რეგიონში არსებული მდგომარეობა ახდენს. მინისტრის განმარტებით, პანიკის საფუძველი არ არსებობს და ყველა ინდიკატორი გაუმჯობესებულია.

ამ დროისთვის ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში 1 დოლარი 3 ლარად და 48 თეთრად იყიდება. ბლუმბერგის სავაჭრო პლატფორმაზე კი 1 დოლარის ღირებულება 3 ლარი და 45 თეთრია.