საქართველოს ფინანსთა მინისტრმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში, გაწეული მუშაობის ანგარიში წარადგინა. საპარლამენტო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, ლაშა ხუციშვილმა ძირითად მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე გაამახვილა ყურადღება. ანგარიშის წარდგენის შემდეგ, მინისტრს შეკითხვები დაუსვეს დეპუტატებმა.