ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელს უკვე შეხვდა პრემიერ-მინისტრი. საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის ორმხრივი დღის წესრიგის ყველა ძირითად მიმართულებას. ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები. შეხვედრაზე ისაუბრეს პოსტ-კოვიდურ პერიოდში ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან გაწეულ დახმარებაზეც.