„ფიესტალონია ჯორჯია 2018“

ფიესტალონია ჯორჯია 2018“ – თბილისში წელს უკვე მესამედ ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება.

ორგანიზატორებმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სპეციალურად მოწვეული ჟიურის წევრები და კოლექტივები ესწრებოდნენ.

ევროპაში ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალებისა და კონკურსების წამყვანი საკონკურსო კომიტეტის „ფიესტალონია მილენიოს“ მიერ დაარსებული ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი ქორეოგრაფიის, ინსტრუმენტული და საგუნდო-ვოკალური მიმართულებით ითვალისწინებს საღამოებს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს 9 ქვეყნის წარმომადგენლები.