სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს მკვლელობის მცდელობა ტერორისტულ აქტად გადაკვალიფიცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას სლოვაკეთის გენერალური პროკურორი, მაროშ ჟილინკა ავრცელებს. სლოვაკეთის გენერალური პროკურორი სოციალურ ქსელში წერს, რომ დღეს ბრალდებულს ეცნობა იმ ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაციის ცვლილების შესახებ, რისთვისაც მას ბრალი წაუყენეს. რობერტ ფიცოზე თავდასხმა 15 მაისს მოხდა. თავდასხმასთან დაკავშირებით დაკავებულია 71 წლის იურაი ცინტულა, რომელმაც სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ახლო მანძილიდან ოთხჯერ ესროლა. რობერტ ფიცოს რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა და მკურნლობის კურსი გაიარა.