საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი მოსამართლე ჰყავს.
ვასილ როინიშვილმა, რომელიც უზენაესი სასამართლოს კვოტით იქნა არჩეული, მოსამართლის ფიცი უკვე დადო.
ფიცის დადების ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი დაესწრო, პარალელურად კი საკონსტიტუციო სასამართლოს ეზოში საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოსთვის შეურაცხყოფის მიყენება, კონსტიტუციისა და პრეზიდენტის შეურაცხყოფას ნიშნავს. რაც შეეხება საპროტესტო აქციას და მოსამართლეებთან დაკავშირებით გამოთქმულ კითხვებს, ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ გამომძიებელი არ არის და ადამიანების წარსულში ქექვას ვერ დაიწყებს.