დამოუკიდებლობის დღის ერთ-ერთი მთავარი ღონისძიება ტრადიციულად ფიცის დადების ცერემონიაა. წვევამდელებმა ფიცი დღეს ქვეყნის მთავარსარდლის, სალომე ზურაბიშვილის წინაშე დადეს.
ცერემონია თავისუფლების მოედანზე და ქვეყნის ხუთ რეგიონში ერთდროულად მიმდინარეობდა.
ღონისძიებას პრეზიდენტთან ერთად, მთავრობის წევრები და თავდაცვის ძალების სარდლობა ესწრებოდა.