ფესტივალი „თბილისი-რიტმი“

დღეს თბილისის კონსერვატორიის დიდი დარბაზი ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალს „თბილისი-რიტმს“ უმასპინძლებს. ღონისძიებას ჯაზის იტალიელი მაესტრო პაოლო ფრეზუ გახსნის, რომელიც ვირტუოზ მუსიკოსებთან ერთად, ცნობილ ნაწარმოებებს შეასრულებს. ფესტივალის ფარგლებში, ღონისძიებები 24, 29 ივნისსა და 2 ივლისს გაიმართება.