დღეიდან სამი დღის განმავლობაში, მუსიკის მოყვარულებს ფესტივალი Tbilisi Open Air-ი უმასპინძლებს. სტუმრების წინაშე ოთხ ძირითად სცენაზე, 60-ზე მეტი არტისტი წარდგება. დაგეგმილია არაერთი შემეცნებითი და გასართობი აქტივობა. წელს პირველად, სხვადასხვა ჟანრის მუსიკის მოსმენის გარდა, მელომანებს შესაძლებლობა ექნებათ თვალი ადევნონ ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატსაც. მატჩების ყურება ფესტივალის სამივე დღეს, სპეციალურად მოწყობილ საფეხბურთო ზონაში იქნება შესაძლებელი. ფესტივალი Tbilisi Open Air საიუბილეო წელს აღნიშნავს. ის 15 წელია სამხრეთ კავკასიის რეგიონში დიდი მუსიკალური ფესტივალის სტატუსს ინარჩუნებს.