შუასაუკუნეების ეპოქის კვირეული შვედეთის კუნძულ გოთლენდზე. ფესტივალი, რომელიც ყოველწლიურად 50 ათასამდე ტურისტს მასპინძლობს, 40 წლისაა. ამ დღეებში მონაწილეები, ადგილობრივი მაცხოვრებლები და სტუმრები ისტორიულ სამოსში ეწყობიან და შუა საუკუნეების ტრადიციებს, გასართობებსა და სცენებს აღადგენენ. ფესტივალს, რომელიც დროში გამოგზაურებთ, წელს პირველად საქართველოც შეურთდა. პროექტი საქართველოს კულტურის სამინიტროს, თბილისის მერიისა და შვედეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.