18 ოქტომბრიდან თბილისი არაერთი ცნობილი თეატრალური დასის და თეატრის კრიტიკოსის შეკრების ადგილი იქნება.
ფესტივალი „საჩუქარი“ იწყება. წლევანდელი პროგრამა სხვადასხვა ევროპული თეატრის მიერ ბოლო წლებში დადგმულ სპექტაკლებს მოიცავს.
ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი სანახაობა ნორვეგიული პანტომიმის თეატრის დადგმაა.