ფესტივალი „საჩუქარი“

დღეს თეატრალური უნივერსიტეტის დიმიტრი ალექსიძის სახელობის თეატრში მიხეილ თუმანიშვილის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის, „საჩუქარის“ 27-ე სეზონი პრესკონფერენციით გაიხსნა. საჯარო შეხვედრას დაესწრო ფესტივალის გამორჩეული სტუმარი, ბრიტანეთის იმპერიის ორდენის კავალერი, ცნობილი ინგლისელი რეჟისორი დეკნალ დონელანი. მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრას ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ქეთი დოლიძე და რუმინული თეატრის მკვლევარი ოქტავიან საიუ უძღვებოდნენ.

საჩუქარის“ წლევანდელი სეზონი ხვალ გაიხსნება სპექტაკლით „ოიდიპოს მეფე“, რომელიც კრაიოვას ნაციონალურ თეატრში დაიდგა. „ოიდიპოს მეფის“ ქართული პრემიერა კი „სილკ ფექტორ სტუდიოში“ – აბრეშუმის ქარხნის დიდ პავილიონში შედგება. სოფოკლეს ცნობილი ტრაგედიის რეჟისორია ბრიტანეთის იმპერიისა და საფრანგეთის სახელმწიფო ორდენების, ასევე ვენეციის ბიენალეს ოქროს ლომის მფლობელი ხელოვანი.

ფესტივალი 3-დან 15 ნოემბრის ჩათვლით მსოფლიო რანგის ხელოვანებსა და საერთაშორისო წარმოდგენებს უმასპინძლებს. თეატრალურ უნივერსიტეტსა და ფესტივალ „საჩუქარს“ შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც მომავალ პარტნიორობასა და საერთო პროექტებს ჩაუყრის საფუძველს.