საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“ 19 ოქტომბრიდან 19 ნოემბრამდე ჩატარდება. თეატრისა და ხელოვნების მოყვარულებს საშუალება ექნებათ გაეცნონ დადგმებს, რომლებიც ევროპის კულტურულ მემკვიდრეობას ქმნიან და ევროპის ფუნდამენტურ ღირებულებებს უწევენ პოპულარიზაციას. ფესტივალს წელს ფრანგული თანამედროვე ცეკვის მნიშვნელოვანი წარმომადგენელი, მაგი მარენი გახსნის თავისი საკულტო დადგმით „სინქრონულობის გზაჯვარედინზე“.
2019 წლის პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა „ესპანური კულტურის ფოკუსი“, რომელიც შედგა ესპანეთის კულტურის სამინისტროსა და ხელოვნების საბჭოსთან თანამშრომლობით.