ფესტივალი „საჩუქარი“

ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“ თბილისში 19 ოქტომბრიდან 19 ნოემბრამდე გაიმართება. 2019 წლის პროგრამა ქართველ მაყურებელს თანამედროვე ხელოვნების გაცნობის შესაძლებლობას აძლევს. მაგი მარენისა და კაროლინ კარლსონის ქორეოგრაფიული დრამატურგია, უახლესი ესპანური კულტურის საუკეთესო ნიმუშები – როსიო მოლინას შესრულებული ეროვნული ფოლკლორის ავანგარდი, კარლოტა ფერერისა და გარსია ლორკას შეხვედრა XXI საუკუნის თეატრში. დარიო ფაკალის, ნატალია მენენდესის, ლევან ხეთაგურის საუბრები თანამედროვე ხელოვნებაზე და გამოჩენილი უკრაინელი რეჟისორის, ანდრი ჟოლდაკის პირველი ქართული პრემიერა. წლევანდელი ფესტივალის ფოკუს ქვეყანა ესპანეთია.