გორის თეატრალური ფესტივალი „როტონდა“ დასრულდა. ფესტივალი ერისთავის თეატრის სპექტაკლის საპრემიერო ჩვენებით დაიხურა. წარმოდგენის შემდეგ ერისთავის თეატრის მსახიობების – კახა ბერიძისა და დარეჯან ჭამაურის ვარსკვლავები გაიხსნა. თეატრალური ფესტივალი გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით ჩატარდა.