რუსთავი ფესტივალ „ქართულს“ მასპინძლობს. რუსთავის მერიის ორგანიზებით, ქალაქის პარკში ფესტივალი 21-დან 27 აპრილის ჩათვლით გაიმართება. წლევანდელ კონკურსში ქვემო ქართლში მოქმედი 24 ანსამბლის 1300 მოცეკვავე იღებს მონაწილეობას. ფესტივალის საკონკურსო ნაწილი 25 აპრილს გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდება. პრიზიორები ათ ნომინაციაში გამოვლინდებიან.