ბოტანიკური ბაღის ახალი სივრცე ფესტივალს უმასპინძლებს.
ტონინო გუერას სახელობის დავიწყებული ხილის ხეივანში „მწვანე საღამოები“ მოეწყობა. სივრცე, სადაც უიშვიათესი ჯიშის მცენარეებია გაშენებული, ოთხი დღით მუსიკოსებს და მსახიობებს დაეთმობათ. ფესტივალის მიზანი ბუნების და მუსიკის სინთეზი და ტრადიციული ძველი საღამოების გაცოცხლებაა.