კახეთი კიდევ ერთ ფესტივალს – „ჯაზი და ღვინო“ მასპინძლობს. ღონისძიება წინანდლის მამულში ტრადიციულად ქართული ღვინის დეგუსტაციით გაიხსნა. ფესტივალის სტუმარი ქვეყანა წელს იტალიაა და, შესაბამისად, სტუმრები ქართულ ღვინოსთან ერთად, იტალიურ ღვინოსა და კერძებს დააგემოვნებენ.
ღონისძიებაზე ქართული ღვინის 30-მდე მწარმოებელია წარმოდგენილი. ამპითეატრის სცენაზე მსმენელთა წინაშე ჯაზის შემსრულებლები წარდგებიან. ფესტივალი „ჯაზი და ღვინო“ კახეთში მეშვიდედ ტარდება.