წინანდლის მამული კიდევ ერთი მუსიკალური ღონისძიების მასპინძლობისთვის ემზადება.
„ჯაზი და ღვინო“ – ასე ჰქვია ფესტივალს, რომელიც 14 ოქტომბერს უკვე მეშვიდედ გაიმართება. საფესტივალო პროგრამა წელსაც მრავალფეროვანია – ჯაზის მოყვარულების წინაშე გრემის ნომინანტი, ამერიკელი კომპოზიტორი და ვოკალისტი, თიო ქროკერი, „სალთ პინატ შოუს“ ბენდის თანხლებით წარდგება. ფესტივალის სტუმარი ქვეყანა იტალია შესაბამისად, ღონისძიების მონაწილეებს იტალიური მუსიკითა და კერძებით გაუმასპინძლდება.