სვანეთში ფესტივალი „გიზ-გიზი“ მიმდინარეობს. ფესტივალის ფარგლებში იმართება კონცერტები, მოეწყო სამეწარმეო ბაზარი, კვებისა და გასართობი სივრცეები. ღონისძიება, რომლის მიზანიც ზამთრის კურორტების პოპულარიზაციაა, ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით იმართება. მესტიის შემდეგ, ფესტივალს ბაკურიანი უმასპინძლებს.