ფესტივალი „ღამის სერენადები“ 

ბათუმის დრამატულ თეატრში საიუბილეო, კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადების“ გახსნისთვის ემზადებიან.

ფესტივალს, გერმანელი კლარნეტისტი საბინე გროფმაიერი გახსნის, რომელიც მსმენელის წინაშე ორკესტრ „საქართველოს ვირტუოზებთან“ ერთად წარდგება. ხვალ კი მსმენელის წინაშე მოწვეული პიანისტი ქეით მაჰანი გამოვა. ბათუმის შემდეგ, 17 და 18 ოქტომბერს „ღამის სერენადები“ თბილისში, კონსერვატორიის დიდ დარბაზში გადმოინაცვლებს.