ფესტივალი „ღამის სერენადები“

ლიანა ისაკაძის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ ტრადიციულად ბათუმსა და თბილისში გაიმართება. 25 და 26 აგვისტოს საკონცერტო საღამოებს ბათუმის დრამატული თეატრის სცენა, 17 და 18 სექტემბერს კი თბილისის კონსერვატორიის დიდი დარბაზი უმასპინძლებს. ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებით, წელს მსოფლიო კლასიკის შედევრებს მსოფლიო ვარსკვლავები შეასრულებენ. ფესტივალს აღიარებული შემსრულებლები ეწვევიან საფრანგეთიდან, იტალიიდან, გერმანიიდან, ავსტრიიდან და სხვა ქვეყნებიდან. ფესტივალის ფარგლებში, დაგეგმილია წიგნის „მუსიკის ზეიმის“ პრეზენტაცია, რომელიც ლიანა ისაკაძის შემოქმედებას ეძღვნება.