ბათუმში სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ მიმდინარეობს. საშემოდგომო დეკორაციებით გაფორმებულ ევროპის მოედანზე მთიანი აჭარა თავისი კულტურითა და ტრადიციებით არის წარმოდგენილი. წელს მთავარი აქცენტი აჭარული სამზარეულოსა და ხალხური რეწვის დარგების წარმოჩენაზე გაკეთდა. ფესტივალი გუშინ გაიხსნა და დღეს „შვიდკაცას“, „ბანის“ და „თამადას“კონცერტით დასრულდება.